VW Club Georgia: წევრად მიღებისათვის აუცილებელი მოთხოვნები - VW Club Georgia

Jump to content

Welcome to VW Club Georgia

VW CLUB GEORGIA-ს კლუბის წევრობა ნიშნავს ახალი მეგობრების შეძენას და იმ ყველა პრივილეგიის მიღებას რომელსაც სთავაზობენ მსხვილი კომპანიები კლუბს, ასევე ზღვა ინფორმაციას საკუთარი ავტომობილის შესაძლებლობებზე......
ვინ ვართ რა გვინდა და რა გვამოძრავებს??? კლუბის მიზანია:

  • მოახდინოს საქართველოში „Volkswagen“-ის მარკის ავტომობილების პოპულარიზაცია.
  • მოაწყოს სხვადასხვა სახის შეკრებები და შეხვედრები, კლუბის წევრებსა და მარკის მოყვარულებთან.
  • მოაწყოს სხვადასხვა შეჯიბრებები.
  • დაეხმაროს კლუბის წევრებს, ავტომობილის ექსპლუატაციის დროს წარმოქმნილი ტექნიკური სირთულეების მოგვარებაში, უზრუნველყოს კლუბის წევრი საჭირო ინფორმაციით.
  • მოაწყოს და მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა საქველმოქმედო თუ სხვა სახის ღონისძიებებში.
  • ჩაატაროს და მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა აქციებში, რომლებიც ხელს შეუწყობს საქართველოში მოძრაობის წესების დაცვას და მოძრაობის უსაფრთხოებას.
Guest Message © 2017 DevFuse
გვერდი 1-დან 1
  • თქვენ არ შეგიძლიათ ახალი თემის გახსნა
  • თქვენ არ შეგიძლიათ გამოეხმაუროთ ამ თემას

წევრად მიღებისათვის აუცილებელი მოთხოვნები პირობები

#1 მომხმარებელი გასულია   datosepar profile  ხატულა

  • ბაბუ
  • ხატულა
  • View blog
  • ჯგუფი: BOSS
  • წერილები: 3640
  • შემოგვიერთდა: 19-May 10
  • მანქანა:
  • Status:Official Member

დაწერილია 01 February 2011 - 03:03 PM

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის –
ფოლცვაგენ კლაბ ჯორჯიას
დამფუძნებელ პარტნიორთა კრების

ოქმი N 2

ქ. თბილისი 27 იანვარი 2011 წელი


კრებას ესწრებოდნენ:

დამფუძნებლები: დავით სეფაშვილი, დავით გაბუნია და ფრიდონ მესხორაძე.


კრებამ დაადგინა:

1. დამტკიცდეს “არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - ფოლცვაგენ კლაბ ჯორჯიას (VW CLUB GEORGIA) წევრად მიღებისათვის აუცილებელი მოთხოვნები და პირობები” თანდართული რედაქციით (დანართი N1).
2. დამტკიცდეს “ფოლცვაგენ კლაბ ჯორჯია”-ს (VW CLUB GEORGIA) წევრობის შესახებ განცხადების ფორმა, თანდართული რედაქციით (დანართი N2).
3. დამტკიცდეს “ფოლცვაგენ კლაბ ჯორჯია”-ს (VW CLUB GEORGIA) წევრის ანკეტის” ფორმა თანდართული რედაქციით (დანართი N3).
4. კლუბის წევრთა მიერ, ყოველთვიური, ინდივიდუალური საწევრო შენატანების ოდენობა განისაზღვროს 10 (ათი) ლარით. კლუბის წევრთა მიერ, ყოველთვიური, ინდივიდუალური საწევრო შენატანების გადახდა ხორციელდება “ფოლცვაგენ კლაბ ჯორჯია”-ს (VW CLUB GEORGIA) პრეზიდენტის მიერ განსაზღვრულ საბანკო ანგარიშზე,(GE49BG0000000283237600 ააიპ ფოლცვაგენკლაბჯორჯია) ყოველი თვის 15 (თხუთმეტ) რიცხვამდე.

პარტნიორთა კრების ყველა გადაწყვეტილება მიღებულ იქნა ერთხმად.

********************************************************************************************************




“არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის - “ფოლცვაგენ კლაბ ჯორჯიას” (VW CLUB GEORGIA) წევრად მიღებისათვის აუცილებელი მოთხოვნები და პირობები”


1. “არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – “ფოლცვაგენ კლაბ ჯორჯიას” (VW CLUB GEORGIA)” (შემდგომში - კლუბის) წევრები შეიძლება იყვნენ ფიზიკური და იურიდიული პირები.
2. კლუბის წევრი შეიძლება იყოს ფიზიკური პირი 18 წლის ასაკიდან, რომელსაც ჰყავს ფოლცვაგენის ტიპის (ნებისმიერი მოდელის) ავტომობილი და სურვილი აქვს მონაწილეობა მიიღოს კლუბის საქმიანობაში და მიმდინარე პროცესებში. კლუბის წევრი ასევე შეიძლება გახდეს ის იურიდიული პირი (ორგანიზაცია), რომელიც გამოთქვამს სურვილს და კლუბის საქმიანობაში მონაწილეობას მიიღებს სრულუფლებიანი წარმომადგენლის მეშვეობით.
3. პირის კლუბის წევრად მიღება ხდება კლუბის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, კლუბის წევრობის მსურველი პირის განცხადების საფუძველზე;
4. კლუბის წევრად მიღებისათვის, ფიზიკურმა პირმა აუცილებელია წარმოადგინოს:
ა) პირადობის მოწმობის (პასპორტის) ასლი (დედანთან ერთად);
ბ) შევსებული განცხადების ბლანკი კლუბის პრეზიდენტის სახელზე;
გ) შევსებული კლუბის წევრის ანკეტა (CV) ბლანკი;
დ) საწევროსა და პირველადი ხარჯების (კლუბის წევრის საიდენტიფიკაციო ბარათის და ა.შ.) დაფარვის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე) ავტომანქანის ტექნიკური პასპორტის ასლი (დედანთან ერთად);
ვ) ავტომანქანის მართვის მოწმობის ასლი (დედანთან ერთად);
5. პირს, კლუბის წევრად მიღების ან წევრად მიღებაზე უარის შემთხვევაში, კლუბისათვის მისაღები ფორმით ეცნობება განცხადების (საჭირო მასალებთან ერთად) ჩაბარებიდან 7 დღის განმავლობაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ არავითარი პასუხის შეუტყობინებლობა ნიშნავს კლუბის წევრობაზე უარს.
6. კლუბის წევრად მიღებაზე უარის საფუძვლებია:
ა) თუ მას კლუბის წევრის უფლებამოსილება შეწყეტილი ქონდა შემდეგ მიზეზთა გამო:
ა.ა) თუ იგი არ ასრულებდა ან არაჯეროვნად ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობებს;
ა.ბ) თუ მისი საქმიანობა ეწინააღმდეგებდა კლუბის მიზნებს;
ა.გ) თუ იგი ახორციელებდა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს.
ა.დ) თუ არ იხდიდა საწევრო შენატანებს.
ა.ე) თუ კლუბის მიერ განხორციელებულ ან სხვა ღონისძიებებზე არასაპატიო მიზეზით ზედიზედ 3-ჯერ არ გამოცხადებულა. (საპატიო მიზეზად შესაძლოა მიჩნეულ იქნეს კლუბის ხელმძღვანელობისათვის წინასწარ შეტყობინება, ზემოაღნიშნული ღონისძიებაზე დაუსწრებლობის ფაქტისა და მიზეზის შესახებ);
ბ) თუ მას არ მიუღწევია სათანადო ასაკისთვის;
გ) თუ ვერ წარმოადგინა მე-4 პუნქტში აღნიშნული დოკუმენტებიდან თუნდაც ერთ-ერთი;
დ) კლუბის ინტერესებიდან გამომდინარე კლუბის პრეზიდენტის გადაწყვეტილებით.
7. კლუბის წევრობის კანდიდატი უნდა აღიარებდეს კლუბის წესდებას, შინაგანაწესსა და კლუბის ადმინისტრაციის მიერ გამოცემულ სხვა ნორმატიულ აქტებს.




რას მიიღებს კლუბის წევრი?!


1.VW CLUB GEORGIA-ს ლოგო/სტიკერს (ავტომობილზე გასაკრავად), საიდენტიფიკაციო ბარათს: კლუბის წევრობის დამატასტურებელი მოწმობას (საიდენტიფიკაციო ბარათი ამავდროულად წარმოადგენს ფასდაკლების ბარათს).




2.ფასდაკლებებს სხვადასხვა ავტონაწილების მაღაზებსა და სერვისებში:

1.თბილისის ფოლკსვაგენის ცენტრი
2. D. S. MOTORS ( მოტულის ზეთები ძრავისთვის და გადაცემათა კოლოფისთვის, სამუხრუჭე ხუნდები.)
3. PS. MOTORS (ყველანაირი სავალი ნაწილები)
4.მეორადი ავტოსაბურავები
5.AutoDesign (ტუნინგი, სტაილინგი)
6.Automatic transmission (ყველაფერი ავტომატური გადაცემათა კოლოფისთვის)(ცნობილი დ.ლობჟანიძე)
7.PREMIUM AUTOPARTS (სავალი ნაწილები) (უმეტესი ნაწილის მწარმებელი გერმანია)
8.LIQUI - MOLY (საავტომობილო ზეთები და სხვადასხვა სითხეები გერმანიიდან)



2.გარდა საავტომობილო მაღაზიებისა და მომსახურების სერვისებისა ჩვენი პარტნიორები არიან:
1.< Buffalo Bill > Pub

დროთა განმავლობაში პარტნიორთა სია გაიზრდება.

3.კლუბის წევრი, მონაწილეობას მიიღებს სპორტულ ღონისძიებებში:
ბილიარდში,
ფეხბუთში,
კარტინგებში,
და სხვა გასართობ შეჯიბრებებში.

აგრეთვე საქართველოში არსებულ ისტორიული ძეგლების სანახავად
და სხვა

VW CLUB GEORGIA-ი აქტიურად თანამშრომლობს საქართველოში არსებულ სხვა ავტო კლუბებთან
1.Audi Club Georgia
2.Subaru Club Georgia
3.BMW Club Georgia
4.Mercedes Club Georgia
5.Off Roaders Club Georgia
6.Mitsubishi Club Georgia
სპორტული შეჯიბრებები სისტემატიურად ეწყობა სხვა კლუბებთან!



არაოფიციალური წევრები ვერ მიიღებენ მონაწილეობას კლობის ოფიციალურ ღონისძიებებში.
არაოფიციალური წევრები ვერ მიიღებენ ფასდაკლებას, ავტონაწილებსა და ავტოსერვისებში




პატივისცემით VW CLUB GEORGIA-ს ადმინისტრაცია
Old VWs don't die, they get lower!!!

დადებული სურათი

დადებული სურათი
0

#2 მომხმარებელი გასულია   datosepar profile  ხატულა

  • ბაბუ
  • ხატულა
  • View blog
  • ჯგუფი: BOSS
  • წერილები: 3640
  • შემოგვიერთდა: 19-May 10
  • მანქანა:
  • Status:Official Member

დაწერილია 02 February 2011 - 06:32 PM

როგორ უნდა მოვიქცეთ რომ გავხდეთ კლუბის წევრი:

იმსათვის რომ გახდე კლუბის წევრი საჭიროა:
1.პირველ რიგში მონდომება და ჩვენთან ურთიერთობის დიდი სურვილი, ეს ფრიად მნიშვნელოვანი ამბავია, უნდა აქტიურობდეს ფორუმზე, სესტამატიურად თუ არა, რაღაც რაოდენობის პოსტი უნდა ქონდეს,უნდა იაროს კლუბის შეკრებაზე.
2.უნდა გაეცნოს და ჩამოქაჩოს დანართი N1 და ყურადღებით გაეცნოს დოკუმენტს თუ ეთანხმება ხელმოწერით უნდა დაადასტუროს.
3.უნდა ჩამოქაჩოს დანართი N2 და შესაბამისად შეავსოს განცხადება კლუბის პრეზიდენტის სახელზე.
4. უნდა ჩამოქაჩოს დანართი N3 და შეავსოს. იმ პუნქტებში სადაც არ შეუძლია ინფორმაციის ჩაწერა, ანუ იმ შემთხვევაში თუ არ ყავს ავტომობილი და ა.შ. დატოვოს ღიათ.
5.უნდა წარმოადგინოს დისკზე ჩაწერილი ფოტოსურათი რათა დამზადდეს საიდენტიფიკაციო ბარათი.
6.უნდა წარმოადგინოს პირველადი საწევროს გადასახადის (10 ლარი)გადახდის დამდასტურებელი დოკუმენტი (საბანკო ქვითარი). ყურადღება! ბანკში საწევროს გადახდის დროს თანხის შეტანისას დანიშნულებაში ვაწერინებთ:
კლუბის საწევროს შენატანი.

7.ანგარიში გახსნილი საქართველოს ბანკში. ააიპ ფოლცვაგენკლაბჯორჯია GE49BG0000000283237600 ესაა ანგარიშის ნომერი.

ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილი ქმედებებისა და დოკუმენტების შეგროვების შემდგომ მოდიხართ კლუბის შეკრებაზე და და მოგაქვთ საბუთები სრულად, რის შემდეგაც ხდებით კლუბის ოფიციალური წევრი და სარგებლობთ ყველა იმ პრივილეგიიით რომლითაც სარგებლობს კლუბის ყველა წევრი!


პატივისცემით VW CLUB GEORGIA-ს ადმინისტრაცია

მიმაგრებული ფაილები

  • მიმაგრებული ფაილები  danarti_1.doc (37.5K)
    გადმოწერათა რაოდენობა: 42
  • მიმაგრებული ფაილები  danarti_2.doc (28.5K)
    გადმოწერათა რაოდენობა: 26
  • მიმაგრებული ფაილები  danarti_3.doc (47K)
    გადმოწერათა რაოდენობა: 22

Old VWs don't die, they get lower!!!

დადებული სურათი

დადებული სურათი
0

#3 მომხმარებელი გასულია   datosepar profile  ხატულა

  • ბაბუ
  • ხატულა
  • View blog
  • ჯგუფი: BOSS
  • წერილები: 3640
  • შემოგვიერთდა: 19-May 10
  • მანქანა:
  • Status:Official Member

დაწერილია 02 February 2011 - 06:44 PM

თუ რაიმე ვერ გაიგეთ დასვით კითხვები და გიპასუხებთ ამ თემაში კლუბის წევრობა კითხვა, პასუხი.
Old VWs don't die, they get lower!!!

დადებული სურათი

დადებული სურათი
-1

გვერდი 1-დან 1
  • თქვენ არ შეგიძლიათ ახალი თემის გახსნა
  • თქვენ არ შეგიძლიათ გამოეხმაუროთ ამ თემას

1 მომხმარებელი კითხულობს თემას
0 მომხმარებელი, 1 სტუმარი, 0 ანონიმური წევრი